„ბარსელონას“ პოლიციას მესისა და სუარესის მანქანებში ბომბების შესახებ აცნობეს
„ბარსელონას“ პოლიციას მესისა და სუარესის მანქანებში ბომბების შესახებ აცნობეს

„ბარსელონას“ პოლიციაში ანონიმური სატელეფონო ზარი გაისმა, რომელიც სამართალდამცავებს აცნობდა „ბარსელონას“ ფეხბურთელების – ლიონელ მესისა და ლუის სუარესის ავტომობილებში დამონტაჟებული ბომბების შესახებ. ავტომობილები ადგილობრივი აეროპორტის „ელ-პრატის“ პარკინგზე იდგა, სანამ ფეხბურთელები იბიცაზე ატარებდნენ შვებულების ბოლო დღეებს.

გაზეთ „მუნდო დეპორტივოს“ (Mundo Deportivo) ინფორმაციით, ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ ექსპერტები და კინოლოგები სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით. მათ გაარკვიეს, რომ ცრუ განგაში იყო.

სუარესი ვარჯიშებს 31 ივლისს დაუბრუნდება, მესი – ოთხ აგვისტოს.