ბარსელონას ორი წლის განმავლობაში ლივერპულის ფეხბურთელის შეძენა არ შეუძლია
„ბარსელონას“ 2021 წლამდე „ლივერპულის“ ფეხბურთელის შეძენა არ შეუძლია – იტყობინება Cadena Ser. ზუსტად ასეთი პუნქტია ხელშეკრულებაში, რომელიც ესპანურმა კლუბმა ფილიპე კოუტინიოს გაუფორმა. „ბარსელონამ“ ბრაზილიელი „ლივერპულიდან“ მიმდინარე წლის დასაწყისში შეიძინეს და მის ფასად 160 მილიონი ევრო სახელდება.
ამ შემთხვევაში ლივერპული დაზღვეული იქნება თავისი ფეხბურთელების კატალონიურ კლუბში გადასვლისგან. „წითლების“ აზრით, ბარსელონამ განახორციელა ზეწოლა არამარტო კოუტინიოზე, არამედ ლუის სუარესზეც, რომელიც ინგლისური კლუბიდან „ბარსელონაში“ 2014 წელს გადავიდა.