„ბარსელონას“ მწვრთნელმა გუნდში მესის შესაძლო დაბრუნების შესახებ ისაუბრა #1TVSPORT
„ბარსელონას“ მწვრთნელმა გუნდში მესის შესაძლო დაბრუნების შესახებ ისაუბრა #1TVSPORT

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა გუნდში მესის შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კატალონიური კლუბი არგენტინელისთვის მშობლიური სახლია.

„მე ადრეც მითქვამს, რომ „ბარსელონა“ მესის სახლია და მისთვის გუნდის კარი ყოველთვის ღიაა. ლეო ჩემი მეგობარია და ჩვენ ხშირად ვურთიერთობთ. დაბრუნება კი მისი გადაწყვეტილებაა და ყველაფერი მესიზეა დამოკიდებული. „ბარსელონა“ მესის სახლია და ამაში ეჭვი არავის ეპარება. ჩვენი გუნდისთვის კი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე ზედმეტი არასდროს იქნება“, – განაცხადა კატალონიელთა მთავარმა მწრთნელმა.

„ბარსელონაში“ გატარებული 19-წლიანი ბრწყინვალე კარიერის შემდეგ ლიონელ მესი, ორი სეზონია, „პარი სენ-ჟერმენის“ ღირსებას იცავს. მისი კონტრაქტის ვადა პარიზულ გრანდთან მიმდინარე სეზონის დასასრულს იწურება.