„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი - ჰალანდსა და მბაპეს ჩვენი კლუბი ვერ გასწვდება #1TVSPORT
„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი - ჰალანდსა და მბაპეს ჩვენი კლუბი ვერ გასწვდება #1TVSPORT

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა საკუთარი გუნდის სატრანსფერო პერსპექტივის შესახებ ისაუბრა:

„ჰალანდი თუ მბაპე? ახლა არ შეგვიძლია, ეს ფეხბურთელები გადმოვიბიროთ. სამწუხაროდ, ჩვენი გუნდი ამ მოთამაშეებს დღეს ვერ გასწვდება.

კმაყოფილი ვარ ფეხბურთელებით, რომლებიც ჩვენს გუნდში თამაშობენ. საკუთარი თავისგან მაქსიმუმი უნდა მოვითხოვოთ და ჩვენი შესაძლებლობების ზღვარს მივაღწიოთ“, – აცხადებს კატალონიელების მთავარი მწვრთნელი.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „ბარსელონა“ სატურნირო ცხრილში მესამე-მეოთხე ადგილებს „ატლეტიკოსთან“ იყოფს, ლა ლიგას „სამეფო კლუბი“ ლიდერობს, მეორე პოზიციაზე კი სეზონის მთავარი აღმოჩენა – „ჟირონაა“.