„ბარსელონას“ მოთამაშეებმა კლუბის ხელმძღვანელობას წერილი მისწერეს - ისინი არ აპირებენ ხელფასების შემცირებაზე წასვლას
„ბარსელონას“ მოთამაშეებმა კლუბის ხელმძღვანელობას წერილი მისწერეს - ისინი არ აპირებენ ხელფასების შემცირებაზე წასვლას

„ბარსელონას“ ფეხბურთელებს არ სურთ კლუბისკენ შემხვედრი ნაბიჯები გადადგან ხელფასების შემცირების საკითხში. როგორც გაზეთი „მარკა“ წერს, პირველი გუნდის წევრებმა უკვე გაუგზავნეს ხელმძღვანელობას შესაბამისი წერილი.

„ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ იმას, რომ „ბარსელონა“ არღვევს ჩვენს უფლებებს. ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ხელფასების დაწევის ერთადერთი ხერხია – კლუბის ყველა რგოლის ერთობლივი ძალისხმევა. ამავდროულად, ისინი აღიარებენ და თავის თავს ეწინააღმდეგებიან, რომ ზოგიერთმა ნახსენებმა რგოლმა უკვე განახორციელა ეკონომიკური კორექტირება“, – წერია წერილში.

რამდენიმე დღის წინ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, კლემან ლანგლემ, ფრენკი დე იონგმა და ჟერარ პიკემ გააგრძელეს თავიანთი ხელშეკრულებები „ბარსელონასთან“. მაგრამ წერილში მითითებულია, რომ ყველა ფეხბურთელი ერთიანია ხელფასების პრობლემების საკითხში.

ოქტომბრის დასაწყისში გაჩნდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონა“ ფინანსურ სირთულეებს განიცდის და თხოვს ფეხბურთელებს წავიდნენ ხელფასების შემცირებაზე.