„ბარსელონას“ ლამინ იამალი ლა ლიგის მომდევნო შეხვედრაში ვერ დაეხმარება #1TVSPORT
„ბარსელონას“ ლამინ იამალი ლა ლიგის მომდევნო შეხვედრაში ვერ დაეხმარება #1TVSPORT

„ბარსელონას“ ახალგაზრდა ფეხბურთელი ლამინ იამალი დაზიანების გამო „ვალენსიის“ წინააღმდეგ მოედანზე ვერ გავა.

გარდა ამისა, მისი მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ნიუკასლთან“ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ფეხბურთელის მდგომარეობაზე კომენტარი „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა გააკეთა. მან ესპანეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი გააკრიტიკა.

„ესპანეთის ნაკრებში მას ტკივილგამაყუჩებლები მისცეს და მიუხედავად იმისა, რომ გუნდი იგებდა, თამაშს აიძულებდნენ. ეს არ არის ფეხბურთელზე ზრუნვა და ამ ფაქტმა ძალიან დამწყვიტა გული“, – განაცხადა ფლიკმა.