„ბარსელონას“ კუმანისთვის 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს #1TVSPORT
„ბარსელონას“ კუმანისთვის 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს #1TVSPORT

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობას გუნდის ყოფილ მწვრთნელ რონალდ კუმანისთვის 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, – იუწყება Sport.es.

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი კრიზისშია შესული და „ბარსელონას“ წარუმატებლობა სწორედ რონალდ კუმანს ბრალდება. კატალონიელებმა ნიდერლანდელი სპეციალისტი დაითხოვეს და გუნდი ჩავი ერნანდესს ჩააბარეს.

კუმანს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებდა და გამოცემის ინფორმაციით, ხელშეკრულების ნაადრევად შეწყვეტის გამო ,კატალონიელებმა ნიდერლანდელ მწვრთნელს 20 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ. აღნიშნავენ, რომ ეს თანხა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის იყო გათვალისწინებული.