„ბარსელონას“ ხულიან ალვარესის დამატება მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სურს #1TVSPORT
„ბარსელონას“ ხულიან ალვარესის დამატება მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სურს #1TVSPORT

„ბარსელონა“ „ატლეტიკოს“ ფორვარდის, ხულიან ალვარესის დამატებას ცდილობს და მიზნად ისახავს, რომ გარიგება მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ოფიციალურად დახუროს, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, „ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ მოთამაშის წარმომადგენელთან ქალაქ ბარსელონას ერთ-ერთ სასტუმროში გამართა მოლაპარაკებები. ამ შეხვედრაზე მხარეებმა პოტენციური ტრანსფერის პირობებზე ისაუბრეს და, სავარაუდოდ, „ბლაუგრანა“ ოფიციალურ წინადადებას უახლოეს დღეებში წარადგენს.

ხულიან ალვარესი მადრიდული გუნდის რიგებში 2024 წლიდან თამაშობს. 2025-2026 წლების სეზონის განმავლობაში მან სხვადასხვა ტურნირზე, ჯამში, 49 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 20 გატანილი ბურთითა და 9 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.