„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელად ჩავის დანიშვნას ჯერ-ჯერობით არ გეგმავს
„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელად ჩავის დანიშვნას ჯერ-ჯერობით არ გეგმავს

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში არ აპირებს  მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გუნდის ყოფილი ნახევარმცველის, ჩავი ერნანდესის დანიშვნას. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა „მუნდო დეპორტივო“ ავრცელებს.

ამჟამად გუნდს სათავეში უდგას ენრიკე სეტიენი და მისი მომავალი ჯერ-ჯერობით გადაუწყვეტელია. იტყობინებოდნენ, რომ „ბარსელონამ“ ჩავისთან შეთანხმებას უკვე მიაღწია, თუმცა, როგორც ჩანს, კატალონიური კლუბის გეგმები შეიცვალა.

გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ ჩავიმ ცოტა ხნის წინ ყატარულ „ალ-სადთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა, თუმცა შეთანხმება შეიცავს პუნტქს, რომლის მიხედვით ესპანელ სპეციალისტს ნებისმიერ დროს შეეძლება „ბარსელონაში“ გადასვლა.