ბარსელონას „კამპ ნოუზე“ შეიძლება რაგბის მსოფლიო თასის ფინალი გაიმართოს #1TVSPORT
ბარსელონას „კამპ ნოუზე“ შეიძლება რაგბის მსოფლიო თასის ფინალი გაიმართოს #1TVSPORT

„ბარსელონას“ მთავარი სტადიონის „კამპ ნოუს“ რეკონსტრუქცია ჭიანურდება, მაგრამ კატალონური კლუბი განახლებულ არენაზე რამდენიმე მასშტაბურ პროექტს გეგმავს.

ბრიტანული გაზეთის The Guardian-ის ინფორმაციით, 2035 წელს რაგბიში მსოფლიო თასის მასპინძლობაზე ფავორიტი ესპანეთის განაცხადია. თუ ეს ქვეყანა ტურნირის მასპინძლობის უფლებას მიიღებს, ფინალი სწორედ „კამპ ნოუზე“ გაიმართება. მატჩებს ასევე მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუ“ უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ 2027 წელს რაგბიში მსოფლიო თასი ავსტრალიაში გაიმართება, 2031 წელს – ამერიკის შეერთებულ შტატებში.