„ბარსელონას“ „კამპ ნოუზე” დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია #1TVSPORT
„ბარსელონას“ „კამპ ნოუზე” დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია #1TVSPORT

„ბარსელონას“ „კამპ ნოუზე” დაბრუნების მოლოდინი დასასრულს უახლოვდება – დიდი ალბათობით, კატალონიური კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე 21 ოქტომბერს „ოლიმპიაკოსს“ განახლებულ სტადიონზე უმასპინძლებს.

უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნული მატჩის მასპინძელ სტადიონიდან სწორედ “კამპ ნოუ“ მითითებული.

ბარსელონას ვიცე-მერმა ალბერტ ბატლემ „კამპ ნოუს“ გახსნასთან დაკავშირებით ოპტიმიზმი გამოხატა:

„ვიმედოვნებთ, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით საჭირო კორექტირებები დროულად დასრულდება და „კამპ ნოუს” ნაწილობრივ გახსნაზე ნებართვა გაიცემა. ვფიქრობ, არსებული მცირე ხარვეზები მარტივად მოსაგვარებელია“.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, უეფა-მ „ბარსელონას“ მიუთითა, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე კლუბმა „კამპ ნოუზე” ესპანეთის ჩემპიონატში ერთი მატჩი უნდა ჩაატაროს. გარდა ამისა, არსებული რეგულაციებით, ლიგის ფაზის მატჩები გუნდებმა იმ სტადიონზე უნდა დაასრულონ, რომელზეც სეზონი დაიწყეს – ამჟამად კატალონიელები „მონჟუიკზე“ თამაშობენ.