„ბარსელონას“ „კამპ ნოუზე“ დაბრუნება მაისამდე გადაიდო #1TVSPORT
„ბარსელონას“ „კამპ ნოუზე“ დაბრუნება მაისამდე გადაიდო #1TVSPORT

„ბარსელონა“ მაისამდე ვერ შეძლებს მატჩების ჩატარებას „კამპ ნოუზე“.

კატალონურმა კლუბმა პარასკევს გამოაცხადა, რომ 23 აპრილამდე გაახანგრძლივა იმ აბონემენტების მოქმედება, რომლებიც ოლიმპიურ სტადიონზე დასწრების საშუალებას იძლევა. ეს შეეხება როგორც ლა ლიგის, ასევე ესპანეთის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებს.

ეს უკვე მეორე გადავადებაა მიმდინარე სეზონში. პირველი შეეხებოდა იანვრის მატჩებს.

ტელეკომპანია ESPN-ი აღნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული მაისში „კამპ ნოუზე“ მატჩების ჩატარება, მაგრამ არსებობს ალბათობა, რომ „ბარსელონა“ სეზონს ამჟამინდელ სტადიონზე ჩაამთავრებს.

როგორც ირკვევა, „კამპ ნოუს“ მეორე იარუსზე უფრო დიდი მოცულობის სამუშაო ყოფილა ჩასატარებელი, ვიდრე ელოდნენ, ასევე უფრო მეტი დრო დასჭირდება მოედნის საფარის მოწყობის პროცესს, რომელიც მხოლოდ თებერვალში დაიწყება.