„ბარსელონას“ გულშემატკივრები კლუბის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მიტინგს გეგმავენ #1TVSPORT
„ბარსელონას“ გულშემატკივრები კლუბის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მიტინგს გეგმავენ #1TVSPORT

„ბარსელონას“ გულშემატკივრები უახლოეს ხანში მიტინგის ჩატარებას აპირებენ კატალონური კლუბის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ.

ფანები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ ევროპის ლიგის განმეორებით მეოთხედფინალში „აინტრახტის“ წინააღმდეგ „კამპ ნოუზე“ გერმანული კლუბის დიდი რაოდენობით გულშემატკივრები დაუშვეს. შეხვედრას „აინტრახტის“ დაახლოებით 20-30 ათასი ფანი ესწრებოდა.

როგორც Catalunya Radio იტყობინება, „ბარსელონას“ ფანების ერთ-ერთი დაჯგუფება 19 აპრილს საპროტესტო აქციას გეგმავს კლუბის ოფისთან.

შეგახსენებთ, რომ ორი მატჩის ჯამში „აინტრახტმა“ დაამარცხა „ბარსელონა“ და ევროპის ლიგის ნახევარფინალში გავიდა.