„ბარსელონას“ გეგმები - დე ლიგტი და ინიესტას შენარჩუნება
„ბარსელონას“ გეგმები - დე ლიგტი და ინიესტას შენარჩუნება

ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერი „ბარსელონა“ ახალი მცველის ძიებას აგრძელებს. როგორც გაზეთი El Mundo Deportivo წერს, კლუბის ინტერესთა სფეროში მოექცა ჰოლანდიის „აიაქსის“ მცველი მატეის დე ლიგტი.

ირკვევა, რომ კატალონელები აქტიურად აკვირდებიან 18 წლის ჰოლანდიელს და ზაფხულში გეგმავენ მის გაფორმებას.

დე ლიგტმა „აიაქსში“ 56 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.

„ბარსელონას“ კიდევ ერთი საზრუნავია ვეტერანი ნახევარმცველის ანდრეს ინიესტას შენარჩუნება. sport.es-ის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ფეხბურთელთან მოლაპარაკებები გაიმართება. სხვებთან ერთად, ინიესტას გადარწმუნებას შეეცდება გუნდის მთავარი მწვთნელი ერნესტო ვალვერდე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ინიესტამ მიანიშნა „ბარსელონას“ დატოვებასა და ჩინეთის ჩემპიონატში გადასვლაზე.