„ბარსელონას“ ფონდის ვიცე-პრეზიდენტმა ნადალი შეურაცხყო და პოსტი დატოვა #1TVSPORT
„ბარსელონას“ ფონდის ვიცე-პრეზიდენტმა ნადალი შეურაცხყო და პოსტი დატოვა #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ფონდის ვიცე-პრეზიდენტი ალფონს გოდალი თანამდებობიდან გადადგა ესპანელ ჩოგბურთელზე რაფაელ ნადალზე სკანდალური „ტვიტის“ შემდეგ.

ავსტრალიის ღია პირველობაზე ნადალის გამარჯვების შემდეგ, კატალონელმა გოდალმა საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა, რომ ჩოგბურთელი მტრულ სახელმწიფოს წარმოადგენს. ამის შემდეგ, გოდალს სერიოზული კრიტიკა შეხვდა. როგორც ინტერნეტგამოცემა Sport.es-მა დაწერა, ერთ-ერთმა სპონსორმა უარი თქვა „ბარსელონას“ ფონდის მხარდაჭერაზე. ამის გამო, გოდალმა გამოაცხადა, რომ პოსტიდან გადადგა.

„ტვიტმა“ცნობილ ადამიანზე ჩემი მოსაზრების შესახებ, შესაძლოა, „ბარსელონას“ ფონდს ავნოს. არ მინდა, რომ ჩემს გამო ფონდმა თანხები დაკარგოს. შესაბამისად, ვტოვებ თანამდებობას“, – დაწერა გოდალმა სოციალურ ქსელში.

კატალონია უკვე დიდი ხანია ცდილობს ესპანეთისგან დამოუკიდებლობის მიღწევას.