„ბარსელონას“ ფეხბურთელები სეტიენით უკმაყოფილონი არიან
„ბარსელონას“ ფეხბურთელები სეტიენით უკმაყოფილონი არიან

„ბარსელონას“ ფეხბურთელები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმ სიახლეებით, რომელთა გუნდში დანერგვას კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი ცდილობს.

წყაროს ცნობით, სეტიენი ვარჯიშებზე დიდ დროს ხარჯავს იმაში, რომ მოთამაშეებამდე მიიტანოს თავისი სათამაშო იდეები. კერძოდ, ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ ესპანელი სპეციალისტი ცდილობს გამოიყენოს სქემა სამი ცენტრალური მცველით.

შეგახსენებთ, რომ სეტიენმა „ბარსელონა“ ერნესტო ვალვერდეს გაშვების შემდეგ ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ორი თამაში მოიგო და ერთხელ დამარცხდა.

დატოვე კომენტარი