„ბარსელონას“ ფეხბურთელები მარტში ესპანეთის ნაკრების ბოიკოტს გეგმავდნენ #1TVSPORT
„ბარსელონას“ ფეხბურთელები ესპანეთის ნაკრების ბოიკოტს განიხილავდნენ დანი ოლმოსთან დაკავშირებული სიტუაციის გამო.
უფრო ადრე, ესპანეთის სპორტის უმაღლესმა საბჭომ (CSD) უფლება მისცა კატალონელებს დროებით დაარეგისტრიროს დანი ოლმო და პაუ ვიქტორი სეზონის მეორე ნახევრისთვის.
ასე რომ, ოლმო შეძლებს მონაწილეობა მიიღოს ესპანეთის ნაკრების საგაზაფხულო შეხვედრებში. ევროპის მოქმედ ჩემპიონს მარტში ერთა ლიგის მეოთხედფინალი ელოდება ნიდერლანდების ნაკრებთან.
როგორც გაზეთი AS წერს, „ბარსელონას“ ესპანელი ფეხბურთელები განიხილავდნენ ნაკრებში გამოძახების ბოიკოტს იმ შემთხვევაში, თუ ოლმო კატალონური კლუბის განაცხადის მიღმა დარჩებოდა ბიუროკრატიული და არა სპორტული მიზეზებით.
„ბარსელონას“ ფეხბურთელები ასეთი ხერხით გეგმავდნენ პროტესტს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელმაც, მათი აზრით, ლა ლიგას პრეზიდენტის ხავიერ ტებასის მხარე დაიჭირა, ნაცვლად იმისა, რომ დაეცვა ეროვნული გინდის ფეხბურთელის ინტერესები.