„ბარსელონას“ ფანების 73 პროცენტი კლუბს უჭერს მხარს მესისთან დავაში
„ბარსელონას“ ფანების 73 პროცენტი კლუბს უჭერს მხარს მესისთან დავაში

ესპანურმა ტელეარხმა TV3-მა გამოკითხვა ჩაატარა „ბარსელონადან“ ლიონელ მესის შესაძლო წასვლის შესახებ.

კითხვაზე – „უნდა მისცეს თუ არა „ბარსელონამ“ მესის „მანჩესტერ სიტიში“ უფასოდ წასვლის საშუალება?“ – 73-მა პროცენტმა უპასუხა, რომ კლუბმა არ უნდა გაუშვას არგენტინელი კომპენსაციის გარეშე.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი ცდილობს „ბარსელონა“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს, რადგან მიაჩნია, რომ კონტრაქტში არსებული პუნქტი აძლევს ხელშეკრულების ვადაზე ადრე გაწყვეტის საშუალებას. გუნდის ხელმძღვანელობა კი მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს ფორვარდის გაშვებას, თუ მისი მსურველი კლუბი კონტრაქტში მითითებულ გამოსასყიდ თანხას – 700 მილიონ ევროს გადაიხდის.