„ბარსელონას“ ევროტურნირებიდან გაძევება და ტიტულების ჩამორთმევა ემუქრება #1TVSPORT
„ბარსელონას“ ევროტურნირებიდან გაძევება და ტიტულების ჩამორთმევა ემუქრება #1TVSPORT

ფიფა და უეფა განიხილავენ სანქციების დაწესების ვარიანტებს „ბარსელონასთვის“. ამის შესახებ წერს ესპანური გაზეთი El Pais-ი.

რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ კატალონურმა კლუბმა 2016-18 წლების პერიოდში ესპანეთის სამსაჯო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას 1.4 მილიონი ევრო გადაუხადა.

ასე რომ, ფიფა-ს აქვს უფლება გადაუყვანოს „ბარსელონა“ დაბალ საფეხბურთო დივიზონში და ჩამოართვას მას ტიტულები, თუ ბრალეულობა დამტკიცებული იქნება.

ასევე, უეფა-ს შეუძლია სანქციების დაწესება ნებისმიერი მოქმედებისთვის, რომელიც მიმართული იქნება მატჩის შედეგზე გავლენის მოსახდენად ეროვნულ ან საერთაშორისო დონეზე და ერთი სეზონით ჩამოაშოროს ეს კლუბი საერთაშორისო ტურნირებს.