„ბარსელონას“ ექსპრეზიდენტი - ლიდერი „რეალი“ რომ ყოფილიყო, პრიმერაში სეზონს ნაადრევად დაასრულებდნენ
„ბარსელონას“ ექსპრეზიდენტი - ლიდერი „რეალი“ რომ ყოფილიყო, პრიმერაში სეზონს ნაადრევად დაასრულებდნენ

„ბარსელონას“ ყოფილ პრეზიდენტს ჟოან გასპარს მიაჩნია, რომ ლა ლიგას განახლებას მხოლოდ იმის გამო აპირებენ, რომ კატალონური კლუბი გათამაშების ლიდერია.

„ჩემპიონატის შეჩერების წინ ლიდერი „რეალი“ რომ ყოფილიყო, სეზონი უკვე ნაადრევად დასრულებული იქნებოდა. „ბარსელონას“ პატივისცემა აკლია, გარშემო ძალიან დიდი ანტიბარსელონიზმი სუფევს“, – განაცხადა გასპარმა.

ამ მომენტისთვის, „ბარსელონა“ „რეალს“ ორი ქულით უსწრებს. სავარაუდოდ, ლა ლიგას გათამაშება 12 ივნისს განახლდება.