„ბარსელონას“ ექსმცველმა, აბიდალმა უარყო ჭორები თავისი გარდაცვალების შესახებ #1TVSPORT
„ბარსელონასა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი ერიკ აბიდალი გამოეხმაურა ჭორებს თავისი სიკვდილის შესახებ.
უფრო ადრე სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ 45 წლის ფრანგი თირკმლის მეორე ტრანსპლანტაციის ოპერაციის შემდეგ, გართულების შედეგად გარდაიცვალა.
„ზოგიერთი ჭორი არ უნდა არსებობდეს. მე აქ ვარ, ოჯახთან ერთად, ყველაფერი კარგადაა. ყველაზე მთავარი – პატივისცემაა. მე ყველაფერი კარგად მაქვს – ცოცხალი ვარ და ჯანმრთელი. მადლობა მხარდაჭერისთვის. მოდით, ფოკუსირებული ვიყოთ იმაზე, რაც მართლა მნიშნელოვანია. მადლობა თქვენი შეწუხებისთვის“, – დაწერა აბიდალმა სოციალურ ქსელში.
აბიდალმა კარიერა 2014 წელს დაასრულა. ის თამაშობდა „მონაკოში“, „ლილში“, „ლიონში“, „ბარსელონაში“ და „ოლიმპიაკოსში“. 2018-20 წლებში ყოფილი მცველი „ბარსელონას“ სპორტული დირექტორის პოსტზე მუშაობდა.