„ბარსელონას“ ძირითადი მეკარე სამი კვირა ვერ ითამაშებს #1TVSPORT

20:19, 17.09.2026

„ბარსელონას“ პირველი მეკარე ჟოან გარსია სამ კვირას გამოტოვებს მარჯვენა მუხლზე მენისკის დაზიანების გამო. ამის შესახებ დაწერა გამოცემა 3cat-მა.

წყაროს ცნობით, გარსია ვერ ითამაშებს უახლოეს უქმეებზე „სევილიას“ წინააღმდეგ (19 სექტემბერი), მაგრამ სანაკრებო პაუზის შემდეგ იგეგმება მისი მოედანზე დაბრუნება.

ჟოან გარსიამ ტრავმა ლა ლიგის მეექვსე ტურში „რასინგის“ წინააღმდეგ მიიღო და შესვენებაზე შეცვალეს.

ექვსი ტურის შემდეგ „ბარსელონა“ 18 ქულით ლიდერობს ჩემპიონატს. 15 ქულით მეორე ადგილზეა „რეალი“.

მსგავსი