„ბარსელონას” დირექტორთა საბჭო ხელფასების შემცირებას კიდევ მოითხოვს
„ბარსელონას” დირექტორთა საბჭო ხელფასების შემცირებას კიდევ მოითხოვს

კატალონიური „ბარსელონას“ დირექტორთა საბჭოს წევრები ფიქრობენ, რომ პირველი გუნდის ფეხბურთელების მიერ ხელფასების 70 პროცენტით დროებითი შემცირება კლუბისთვის შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს, — იტყობინება მადრიდული გამოცემა AS.

ახალი გადაწყვეტილების მიღება შესაძლოა საჭირო გახდეს იმის გამო, რომ მიღებულმა ზომებმა შესაბამისი შედეგი ვერ მიიღო. წყაროს ცნობით, ამჟამად „ბარსელონა“ 14 მილიონ ევროს ეკონომიას აკეთებს. კლუბს სურს, მიბაძოს „იუვენტუსს“ და „დორტმუნდს“, რათა ხელფასების შემცირებით 90 მილიონი ევროს ეკონომია გააკეთოს.