ბარსელონას დემბელეს გაყიდვა უნდა
ბარსელონას დემბელეს გაყიდვა უნდა

ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერი ბარსელონა ზამთრის სატრანსფერო ბაზრისას უსმან დემბელეს სარფიანად გაყიდვას აპირებს.

ამის მიზეზი ის არის, რომ ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი კატალონელთა დამრიგებელს ერნესტო ვალვერდეს არ მოსწონს. გარდა ამისა, 21 წლის შემტევი გარკვეულ პრობლემებს ქმნის დისციპლინასთან დაკავშირებით. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, დემბელემ „ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ, შეკრებაზე დაიგვიანა.

დემბელეს „ბარსელონასთან“ 2022 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი. მისი შეძენა „ლივერპულსა“ და „არსენალს“ სურთ.