„ბარსელონას“ დანი ოლმოს დროებით რეგისტრაციის უფლება მისცეს #1TVSPORT
„ბარსელონა“ შეძლებს თავისი ორი ფეხბურთელის – დანი ოლმოსა და პაუ ვიქტორის დროებით რეგისტრაციას, – იტყობინება რადიო Cadena SER.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ ესპანეთში სპორტის საკითხებში უმაღლეს საბჭოს მიმართა მას შემდეგ, რაც ლა ლიგამ და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ უარი უთხრეს ამ ფეხბურთელების რეგისტრაციაზე.
როგორც წყარო აღნიშნავს, სასამართლო შესაძლებლობას მისცემს კლუბს ოლმო და ვიქტორი განაცხადში შეიყვანოს იმ დროის პერიოდში, სანამ ეს საქმე განხილვაში იქნება. ლაპარაკია დაახლოებით სამთვიან პერიოდზე.
სასამართლო აღიარებს, რომ „ბარსელონას“ მიერ წარმოდგენილი 52-გვერდიანი დოკუმენტი საკმარის არგუმენტებს შეიცავს შესწავლისთვის.