„ბარსელონას“ დამაჯერებელი გამარჯვება „პანათინაიკოსთან“ (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე 25-ე ტურის მატჩები გაიმართა. „პანათინაიკოსმა“ ათენში „ბარსელონას“უმასპინძლა და 11 ქულის სხვაობით 81-92 დამარცხდა.

ესპანელებს შორის ყველაზე შედეგიანი 20 ქულით ნიკოლა მიროტიჩი გამოდგა. 17 ქულით დაასრულა შეხვედრა კორი ჰიგინსმა. მალკოლმ დელანიმ საკუთარ გუნდს 15 ქულა შესძინა.

ბერძნებს შორის ყველაზე მეტი 14 ქულა გეორგიუს პაპაიანისმა დააგროვა. 13 ქულა მიითვალა ჯიმერ ფრედეტმა.

25 ტურის შემდეგ „ბარსელონა” 19 მოგებითა და 6 მარცხით 2-3 ადგილებს მადრიდის „რეალთან” ინაწილებს. პირველ პოზიციაზე კვლავ „ანადოლუ ეფესია” 22 მოგებით. „პანათინაიკოსს” 14 მოგება და 11 მარცხი აქვს და მე-6 ადგილზე იმყოფება.

ცრვენა ზვეზდა – ცე ეს კა 81-86

ბაიერნი – ანადოლუ ეფესი 63-88

ვალენსია – მაკაბი 82-85