„ბარსელონას“ ბოლო 15 წელიწადში ყველაზე ცუდი შეტევა აქვს
„ბარსელონას“ ბოლო 15 წელიწადში ყველაზე ცუდი შეტევა აქვს

ესპანეთის ჩემპიონატის 37-ე ტურში „ოსასუნასთან“ წაგების (1:2) შემდეგ, „ბარსელონას“ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 100 გოლი დაუგროვდა.

ეს არის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი კლუბისთვის 2005/06 წლების სეზონის შემდეგ, როცა კატალონიელებმა 47 მატჩში მხოლოდ 86 გოლის გატანა შეძლეს.

საუკეთესო შედეგი „ბარსელონას“ 2011-12 წლების სეზონში პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით ჰქონდა, როცა გუნდმა 64 მატჩში 190 გოლი გაიტანა.

„ბარსელონას“ კაპიტანს, ლიონელ მესის ამ მომენტისთვის 26 გოლი აქვს. 2009 წლიდან მოყოლებული, არგენტინელი ყოველთვის აღწევდა ყველა ტურნირზე 30-გოლიან ნიშნულს.