„ბარსელონას“ ახალი ფორმა
„ბარსელონას“ ახალი ფორმა

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფოტოები, სადაც საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ 2019-2020 წლების სეზონის მაისურებია აღბეჭდილი.

გუნდის საშინაო ფორმა მკვეთრად განსხვავდება გასული წლების ფორმებისგან და ძალიან ჰგავს ხორვატიის ნაკრების ერთ-ერთ მაისურს, რომლითაც ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა. განსხვავება მხოლოდ კვადრატების ფერშია. საგარეო მაისურის დიზაინი კი „ბარსას“ გულშემატკივრისთვის ნაცნობია. ის მოყვითალო ფერისაა და ძალიან ჰგავს ფორმას, რომლითაც კატალონიელები 2008-2010 წლებში თამაშობდნენ. განსხვავება ლურჯსა და შინდისფერ დიაგონალურ ზოლშია, რომელიც იოჰან კრუიფის ეპოქის მაისურებს მოგვაგონებს.

ახალმა დიზაინმა გულშემატკივარში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. კლუბს ჯერ არ დაუდასტურებია, მართლა ამ მაისურებით იასპარეზებს თუ არა „ბარსელონა“ მომდევნო სეზონში.