„ბარსელონას“ აღზრდილი ვუნდერკინდი „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა
„ბარსელონას“ აღზრდილი ვუნდერკინდი „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა

ჰოლანდიელი ნახევარმცველი ხავი სიმონსი „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი გახდა, – წერს საფრანგეთის ჩემპიონის ოფიციალური „ტვიტერი“.

16 წლის მოთამაშე თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა და პარიზულ კლუბთან 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა ხელშეკრულება.

ხავი სიმონსი „ბარსელონას“ აღზრდილია და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში. მას „ინსტაგრამში“ დაახლოებით 1.6 მილიონი ხელმომწერი ჰყავს. თამაშის მანერით ხავის ხშირად ადარებენ „ბარსელონას“ ლიდერს ლიონელ მესის.