ესპანეთის ლა ლიგაში მეშვიდე ტური მიმდინარეობს. კრიზისის ნიშნები აქვს „ბარსელონას“, რომელმაც ზედიზედ მესამე მატჩში დაკარგა ქულები.
ერნესტო ვალვერდეს გუნდი შინ თამაშობდა ბილბაოს „ატლეტიკთან“ და 41-ე წუთიდან მდევრის როლში აღმოჩნდა – ბასკები ოსკარ დე მარკოსმა დააწინაურა.
„ბარსელონამ“ 84-ე წუთზე გადაარჩინა მატჩი, როცა ლიონელ მესის პასით ანგარიში ოსკრა დე მარკოსმა გაათანაბრა.
აღსანიშნავია, რომ მესი მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა მოედანზე. ერთ ეპიზოდში მან ძელს გაარტყა ბურთი. ამ სეზონში, „ბარსელონას“ რვა დატყმა მოხვდა ძელს, რაც ყველაზე მეტია ლა ლიგას გუნდებს შორის. ამ რვა დარტყმიდან ექვსი მესიზე მოდის.
„ბარსელონამ“ 14 ქულა დააგროვა და ჯერჯერობით ესპანეთის ჩემპიონატს ლიდერობს.