უახლოეს ზაფხულში „ბარსელონამ“ გადაწყვიტა უარი თქვას ტურნეზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. კატალონურმა კლუბმა ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად სხვა მიმართულება აირჩია.
გაზეთ Diario Sport-ის ინფორმაციით, ივლისში „ბარსელონა“ აზიაში გაემგზავრება, სადაც ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს: ერთს იაპონიაში და მეორეს – სამხრეთ კორეაში.
გეგმის მიხედვით, „ბარსელონა“ ამ ტურნეს დროს 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
კატალონურ კლუბში ელოდებიან, რომ აზიაში ტურნე „ბარსელონას“ ზაფხულში 1:1 წესზე დააბრუნებს.