„ბარსელონამ“ ვიტორ როკე „პალმეირასში“ გაყიდა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ ვიტორ როკე „პალმეირასში“ გაყიდა #1TVSPORT

„ბარსელონას“ ფორვარდი ვიტორ როკე მომავალ კვირას ბრაზილიაში დაბრუნდება.

გამოცემა Diario Sport-ის მონაცემებით, ყველა დოკუმენტი, რომელიც „პალმეირასში“ როკეს ტრანსფერს უკავშირდება, სამშაბათს მზად უნდა იყოს ხელმოწერისთვის. „ბეტისში“ იჯარით მოთამაშე ფორვარდი რაც შეიძლება მალე უნდა გაემგზავროს სამხრეთ ამერიკაში.

„ბარსელონა“ 19 წლის ფეხბურთელისთვის 25 მილიონ ევროს მიიღებს, ასევე 20 პროცენტი ეკუთვნის როკეს მომდევნო ტრანსფერის თანხიდან.

ვიტორ როკე „ბარსელონამ“ 2023 წელს შეიძინა 30+31 მილიონ ევროდ. ფორვარდმა კატალონურ კლუბში 14 მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც „ბეტისში“ გადავიდა.