„ბარსელონამ“ „ვილიარეალს“ ვერ მოუგო - კატალონიელებმა ქულა ბოლო წუთზე გადაარჩინეს

ესპანეთის ჩემპიონატში ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა, 30-ე ტურში „კერამიკაზე“ ერთმანეთს „ვილიარეალი“ და „ბარსელონა“ დაუპირისპირდნენ.

მატჩი საკმაოდ უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოდგა, თუმცა საბოლოოდ ფრედ 4:4 დასრულდა.
დასაწყისში კატალონიელებმა ორი გოლის გატანა მოახერხეს და შთაბეჭდილება დატოვეს, რომ ყველაფერი გადაწყვიტეს, თუმცა „ვილიარეალმა“ ბრწყინვალე „ქამბექი“ შეასრულა და ისტორიულ გამარჯვებასთანაც ახლოს იყო. „წყალქვეშა ნავი“ შეხვედრის მიწურულს უკვე 4:2 იგებდა, თუმცა 90-ე წუთზე სერხიო ასენხოს კარში, ლიონელ მესიმ ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმა შეასრულა, 93-ე წუთზე წუთზე კი ლუის სუარესმა „ბარსელონას“ ქულა მოუტანა.

დაკარგული ქულების შემდეგ, „ბარსელონას“ მადრიდის „ატლეტიკოს“ რვა ქულითღა უსწრებს.

დატოვე კომენტარი