„ბარსელონამ“ ვილიანს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა
„ბარსელონამ“ ვილიანს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა

„ბარსელონა“ მზად არის დააკმაყოფილოს ბრაზილიელი ნახევარმცველის, ვილიანის საკონტრაქტო მოთხოვნები. ამის შესახებ „სქაი სპორტსმა“ დაწერა.

წყაროს ცნობით, 31 წლის ფეხბურთელს სამწლიანი ხელშეკრულების მიღება სურს და კატალონიური კლუბი დათანხმდა ამგვარ გარიგებას. თუმცა, უკეთესი წინადადებით გამოვიდა MLS-ის კლუბი „ინტერ მაიამი“ – ის მზად არის, ბრაზილიელს 3.5 წლის ხანგრძლივობის კონტრაქტი შესთავაზოს.

აღნიშნავენ, რომ „ჩელსიმ“, სადაც ვილიანი 2013 წლის ზაფხულიდან თამაშობს, ასევე შესთავაზა ფეხბურთელს ახალი ხელშეკრულება. გარდა ამისა, ნახევარმცველით „არსენალია“ დაინტერესებული.

2019-20 წლების სეზონში ვილიანმა „ჩელსის“ რიგებში ყველა ტურნირზე 47 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი პასი შეასრულა. მისი კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან ამა წლის აგვისტოს ბოლომდეა ძალაში.