„ბარსელონამ“ ვალვერდეს შემცვლელის ძებნა დაიწყო
„ბარსელონამ“ ვალვერდეს შემცვლელის ძებნა დაიწყო

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ, წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ, შესაძლოა კლუბი დატოვოს. 54 წლის სპეციალისტის კონტრაქტი ესპანურ გრანდთან 2019 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერი უკვე განიხილავს რამდენიმე კანდიდატს ვალვერდეს შემცვლელად. როგორც გაზეთი „მარკა“ ირწმუნება, „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელობაზე ძირითადი პრეტენდენტი „ბეტისის“ ამჟამინდელი დამრიგებელი კიკე სეტიენია. მის გარდა, კლუბის ხელმძღვანელობის სიაშია „არსენალის“ ყოფილი მწვრთნელი არსენ ვენგერი, ჰოლანდიის ნაკრების დამრიგებელი რონალდ კუმანი და „ბარსელონას“ ყოფილი კაპიტანი ჩავი.