„ბარსელონამ“ თავის ისტორიაში მეორედ მოიგო უეფა-ს იუნიორთა ლიგა. ფინალურ მატჩში კატალონიელებმა „ჩელსი“ 3:0 გაანადგურეს.
გადამწყვეტ მატჩში დუბლი შეასრულა მარკეს მენდესმა. კიდევ ერთი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებული დროში აბელ რუისმა გაიტანა.
„ბარსა“ ამ ტურნირის პირველი გამარჯვებული გახდა 2013-14 წლების სეზონში. ამის შემდეგ, ტიტული ორჯერ მოიპოვა „ჩელსიმ“, გასულ სეზონში კი ტრიუმფატორი იყო ავსტრიული „ზალცბურგი“.