„ბარსელონამ“, შესაძლოა, გრიზმანი ჟოაო ფელიქსში გაცვალოს #1TVSPORT
„ბარსელონამ“, შესაძლოა, გრიზმანი ჟოაო ფელიქსში გაცვალოს #1TVSPORT

„ბარსელონას“ ფორვარდი ანტუან გრიზმანი, შესაძლოა, „ატლეტიკოში“ დაბრუნდეს. კატალონიელები დაინტერესებულები არიან ფრანგის ჟოაო ფელიქსზე გაცვლით, – იტყობინება გამოცემა Mundo Deportivo.

წყარო აღნიშნავს, რომ ამ გარიგებას, შესაძლოა, ხელი შეუწყოს კარგმა ურთიერთობამ აგენტსა და „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას შორის. ფელიქსის ინტერესებს წარმოადგენს ჟორჟე მენდეში, რომელიც წარმატებით საქმიანობს კატალონიელთა პრეზიდენტთან ჟოან ლაპორტასთან.

ანტუან გრიზმანი 2014-19 წლებში თამაშობდა „ატლეტიკოში“ და იქიდან გადავიდა „ბარსელონაში“.