„ბარსელონამ“, შესაძლოა, დემბელე გუნდთან მუშაობას ჩამოაშოროს #1TVSPORT

22:19, 26.10.2021
11 Ousmane Dembele of FC Barcelona during Spanish La Liga match between FC Barcelona and Cadiz CF on February 21 of 2021, Barcelona, Spain. (Photo by Xavier Bonilla/NurPhoto via Getty Images)

11 Ousmane Dembele of FC Barcelona during Spanish La Liga match between FC Barcelona and Cadiz CF on February 21 of 2021, Barcelona, Spain. (Photo by Xavier Bonilla/NurPhoto via Getty Images)

„ბარსელონა“ აგრძელებს მუშაობას უსმან დემბელესთან კონტრაქტის გაგრძელებაზე, – ამის შესახებ დაწერა გამოცემა Marca-მ.

კატალონელები დარწმუნებულნი არიან, რომ შეძლებენ ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებას. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვერ იპოვნიან საერთო ენას ფრანგის წარმომადგენლებთან, არ გამორიცხავენ სანქციებს ფეხბურთელის მიმართ.

შესაძლებელია ვარიანტი, რომლის მიხედვითაც დემბელეს ჩამოაშორებენ გუნდთან ერთად სამუშაოს, როგორც ეს ნახევარმცველ ილაიშ მორიბას შემთხვევაში მოხდა, რომელიც, საბოლოოდ, „ლაიპციგში“ გაყიდეს.

აღვნიშნავთ, რომ „ბარსელონა“ ჯერ არ აპირებს მოვლენების ფორსირებას. კლუბი მზად არის იანვრამდე მოიცადოს, რის შემდეგაც შეიძლება ფრანგის მიმართ სპორტული ხასიათის ზომები გამოიყენოს.

მსგავსი