„ბარსელონამ“ შეიძლება თავისი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გაუშვას #1TVSPORT
„ბარსელონა“ უახლოეს ხანში, შესაძლოა, ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველს ფრენკი დე იონგს გამოეთხოვოს.
გაზეთ Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელი, რომლის კონტრაქტი კატალონურ კლუბთან 2026 წლის ზაფხულში იწურება, აღარ შედის გუნდის მთავარი მწვრთნელის ჰანს-დიტერ ფლიკის გეგმებში.
„ბარსელონას“ ხელმძღვანელობაში მზად არიან გამოეთხოვონ ფეხბურთელს 20 მილიონ ევროდ, რათა ის ერთი წლის შემდეგ უფასოდ არ დაკარგონ. აღნიშნავენ, რომ თუ დე იონგი თავისი გაყიდვის წინააღმდეგ წავა, „ბარსელონამ“ შეიძლება მკაცრი ზომები მიიღოს და ნახევარმცველი თადარიგში გადაიყვანოს. ამან კი შეიძლება გავლენა იქონიოს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ნიდერლანდების ნაკრებში განაცხადში მოხვედრაზე.
დე იონგი „ბარსელონას“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე 13 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.