„ბარსელონამ“, შეიძლება, 25 მილიონად იყიდოს გრიმალდო #1TVSPORT
„ბარსელონას“ სპორტული დირექტორი დეკუ ზაფხულში მთავარ სატრანსფერო სამიზნედ „ლევერკუზენის“ განაპირა მცველს, ალეხანდრო გრიმალდოს განიხილავს. კატალონურ გრანდში მიაჩნიათ, რომ 30 წლის ფეხბურთელს შეუძლია, კონკურენცია გაუწიოს ალექს ბალდეს. ამის შესახებ დაწერა გერმანულმა პორტალმა, fussballdaten-მა.
წყაროს ცნობით, თავდაპირველად „ლევერკუზენი“ თავისი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30-35 მილიონი ევროს მიღებას გეგმავდა, მაგრამ ეს თანხა, შეიძლება, 25 მილიონამდე შემცირდეს, რადგან გრიმალდოს სურვილი აქვს, დაბრუნდეს „ბარსელონაში“, გარდა ამისა, მისი კონტრაქტი გერმანულ კლუბთან 2027 წლის ზაფხულში იწურება.
გრიმალდო „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია. ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 14 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.