„ბარსელონამ“ სერხიო ბუსკეტსის წასვლის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ სერხიო ბუსკეტსის წასვლის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

„ბარსელონამ“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა საყრდენი ნახევარმცველის, სერხიო ბუსკეტსის გუნდიდან წასვლის შესახებ. ესპანელი, რომელიც კატალონურ გრანდში 18 წელი თამაშობდა, ამ სეზონის შემდეგ დატოვებს „ბარსელონას“.

ადრე პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბუსკეტსი ლიონელ მესისთან ერთად გადავიდოდა საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ჰილალში“. გარდა ამისა, სერხიოს ვარიანტები აქვს MLS-ის ლიგაში.

ბუსკეტსი „ბარსელონას“ აღზრდილია. ის ძირითად გუნდში 2008 წლიდან თამაშობდა და სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ესპანელი თავის მშობლიურ გუნდს კარგ ნოტზე დატოვებს: „ბარსელონას“ ლა ლიგაში ტიტულის მოსაპოვებლად ორი ქულა სჭირდება.