ბარსელონამ სერიაში ანგარიში გაათანაბრა, რეალი ოთხთა ფინალს მიუახლოვდა
ბარსელონამ სერიაში ანგარიში გაათანაბრა, რეალი ოთხთა ფინალს მიუახლოვდა

საკალათბურთო „ევროლიგაში“ პლეიოფის მეორე მატჩები გაიმართა. ბარსელონამ სტამბოლში მოიგო და მოედნის უპირატესობა მიიღო. „ეფესის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში სტუმრებს ადამ ჰანგამ მოაგებინა. უნგრელმა კალათბურთელმა თანაბარ ანგარიშზე ეფექტური შესვლა განახორციელა და თამაშის დასრულებამდე 28 წამით ადრე ესპანურ კლუბს 74-72 მოაგებინა. დარჩენილ დროში მაპინძლებმა ზუსტი ტყორცნა ვეღარ განახორციელეს და სერიაში ანგარიში გათანაბრდა. მომდევნო ორი შეხვედრა ბარსას მოედანზე შედგება. შეგახსენებთ, რომ სერია სამ მოგებამდეა.

მადრიდის „რეალი“ მორიგ ოთხთა ფინალს მიუახლოვდა. მოქმედმა ჩემპიონმა საკუთარ დარბაზში ათენის „პანათინაიკოსს“ მეორე მატჩიც მოუგო და ერთი გამარჯვება აშორებს მომდევნო ეტაპამს. სამეფო კლუბმა დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია, ანგარიშით 78-63. ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ფაკუნდო კამპაცომ. არგენტინელმა გამთამაშებელმა სამმაგი დუბლის ზღავრზე ითამაშა. მისმა მონაგარმა 13 ქულა, ცხრა პასი და შვიდი მოხსნა შეადგინა. წყვილის შემდეგი შეხვედრა ათენის „ოაკას“ დარბაზში 22 აპრილს ჩატარდება.