„ბარსელონამ“ სამმატჩიანი წაგებათა სერია სტამბოლში შეწყვიტა (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე 20-ე ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. სტამმბოლის „ფენერბაჰჩემ“ საკუთარ არენაზე „ბარსელონას“ უმასპინძლა და მეტოქესთან ექვსი ქულის სხვაობით, 74-80 დამარცხდა.

ესპანელებს ტურნირზე ზედიზედ სამი მატჩი ჰქონდათ წაგებული. გამარჯვებულ გუნდში საუკეთესო 17 ქულით ვიქტორ კლავერი გამოდგა. მალკოლმ დელანის ანგარიშზე 14 ქულაა.

თურქული გუნდის რიგებში 14 ქულითა და 11 პასით ყველაზე შედეგიანი კოსტას სლუკასი გამოდგა. 12-12 ქულა დააგროვეს ნიკოლა კალინიჩმა და ნანდო დეკოლომ.

ხიმკი – რეალი 102-94

მაკაბი – ოლიმპია მილანო 69-63