„ბარსელონამ“ სამი კვირით დაკარგა რაფინია და ჟოან გარსია #1TVSPORT

18:45, 26.09.2025

„ბარსელონას“ მეკარე ჟოან გარსია და ფორვარდი რაფინია ტრავმების გამო გამოვიდნენ მწყობრიდან. გარსიამ დაზიანება პარასკევის დილის ვარჯიშზე მიიღო, რაფინია კი „ოვიედოსთან“ მეექვსე ტურის მატჩში დაშავდა.

როგორც ჟურნალისტი ჟერარ რომერო (1.3 მილიონი გამომწერი X-ში) წერს, ორივე ფეხბურთელი მინდორზე ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება.

ესპანელი მეკარე და ბრაზილიელი ფორვარდი გამოტოვებენ ლა ლიგას მატჩებს „სოსიედადისა“ და „სევილიას“ წინააღმდეგ და ჩემპიონთა ლიგის მატჩს „პარი სენ-ჟერმენთან“.

მსგავსი