„ბარსელონამ“ სამატჩო განაცხადი გამოაქვეყნა - „ელ კლასიკო“ ხვალ გაიმართება
„ბარსელონამ“ სამატჩო განაცხადი გამოაქვეყნა - „ელ კლასიკო“ ხვალ გაიმართება

„ბარსელონამ“ „რეალ მადრიდის“ წინააღმდეგ გასამართი მატჩის განაცხადი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. „ელ კლასიკო“ ხვალ, 1 მარტს, მადრიდის სტადიონ „სანტიაგო ბერნაბეუზე“, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

მეკარეები: ტერ შტეგენი, ნეტო

მცველები: სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა, უმტიტი, ხუნიორ ფირპო

ნახევარმცველები: რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დე იონგი, ვიდალი, კოლიადო, არტური

თავდამსხმელები: მესი, გრიზმანი, ფატი, ბრაიტვაიტი

მატჩს ანტონიო მიგელ მატეო ლაოსი გაუძღება.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის სატურნირო ცხრილს ბარსელონა 55 ქულით ლიდერობს. მას ორი ქულით ჩამორჩება რეალი.

პირველ წრეში, ამ გუნდებს შორის ბარსელონაში გამართული მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.