„ბარსელონამ“ საკუთარი სტადიონის სახელზე უფლება შესაძლოა, 25 წლით გაყიდოს
„ბარსელონამ“ საკუთარი სტადიონის სახელზე უფლება შესაძლოა, 25 წლით გაყიდოს

„ბარსელონას“ ვიცეპრეზიდენტმა ჟორდი კარდონერამ განაცხადა, რომ კლუბმა, შესაძლოა, სტადიონ „კამპ ნოუს“ სახელწოდებაზე უფლება 25 წლით გაყიდოს.

„აქამდე ვაპირებდით ერთი წლით ამგვარი ხელშეკრულების გაფორმებას, მაგრამ ამას შეიძლება კიდევ 25 წელი დაემატოს. პირველი წლიდან შემოსული თანხა კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება, შემდეგი 25 წლის შემოსავალი – კომერციას. რატომაც არა?“ – მოჰყავს კარდონერას სიტყვები ESPN-ს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ბარსელონა“ თავის ისტორიაში პირველად გაყიდის საკუთარი სტადიონის დასახელებაზე უფლებას. შემოსული თანხა გადაირიცხება ფონდში, რომელიც დაკავებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნით.