„ბარსელონამ“ „რეალს“ „ოქროს ბურთების“ რაოდენობით გაასწრო
„ბარსელონამ“ „რეალს“ „ოქროს ბურთების“ რაოდენობით გაასწრო

„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ 2019 წლის „ოქროს ბურთი” მოიგო. ეს იყო არგენტინელის კარიერაში მეექვსე ამგვარი აღიარება, „ბარსელონასთვის“ კი მე-12.

ამ მაჩვენებლით „ბარსელონა“ ყველაზე წარმატებული გუნდია – მან გაუსწრო „რეალს“, რომლის ფეხბურთელებს 11-ჯერ აქვთ მოპოვებული „ოქროს ბურთი“.

„ბარსელონას“ მხრიდან „ოქროს ბურთი“ მიღებული აქვთ: ლუის სუარესს (1960), იოჰან კრუიფს (1973, 1974), ხრისტო სტოიჩკოვს (1994), რივალდოს (1999), რონალდინიოს (2005) და ლიონელ მესის (2009, 2010, 2011, 2012, 2015, 2019).

„რეალის“ „ოქროს ბურთები“: ალფრედო დი სტეფანო (1957, 1959), რაიმონ კოპა (1958), ლუიშ ფიგუ (2000), რონალდო (2002), ფაბიო კანავარო (2006), კრიშტიანო რონალდო (2013, 2014, 2016, 2017), ლუკა მოდრიჩი (2018).

ესპანური კლუბების უახლოეს მდევრებს – „მილანსა“ და „იუვენტუსს“ რვა-რვა „ოქროს ბურთი“ მოუპოვებიათ.