„ბარსელონამ“ პრიმერაში ლიდერობა დაიბრუნა [ვიდეო]
„ბარსელონამ“ პრიმერაში ლიდერობა დაიბრუნა [ვიდეო]

ესპანეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში „ბარსელონამ“ „ბილბაო“ საკუთარ მოედანზე ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ლა ლიგაში ლიდერობა დაიბრუნა.

ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე გავიდა. მისი ავტორი გახდა ივან რაკიტიჩი, რომელსაც შედეგიანი გადაცემა ლიონელ მესიმ გაუკეთა.

31 მატჩის შემდეგ, „ბარსელონამ“ 68 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გადავიდა სატურნირო ცხრილში. კატალონიელები სამი ქულით უსწრებენ „რეალს“, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. მადრიდელები ოთხშაბათს მიიღებენ შინ „მალიორკას“.