„ბარსელონამ“ პოლ პოგბას დაუმიზნა
„ბარსელონამ“ პოლ პოგბას დაუმიზნა

„მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი პოლ პოგბა, შესაძლოა, „ბარსელონას“ ფეხბურთელი გახდეს.

წყაროს ცნობით, კატალონური კლუბი განიხილავს ფრანგის ტრანსფერის შესაძლებლობას მომავალ ზაფხულს, როცა პოგბას კონტრაქტი ამოეწურება მანჩესტერულ გუნდთან.

თუმცა, ნახევარმცველის ხელშეკრულებაში არსებობს პუნქტი კონტრაქტის ავტომატურად გაგრძელებაზე 2021-22 წლების სეზონის ბოლომდე. ამ პუნქტის გააქტიურება „მანჩესტერ იუნაიტედს“ ნებისმიერ დროს შეეძლება.

ადრე 27 წლის ფეხბურთელმა აღიარა, რომ ოცნებობს მადრიდის „რეალში“ თამაშზე.

მიმდინარე სეზონში პოგბამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.