„ბარსელონამ“ პოჩეტინოს კონტრაქტი შესთავაზა
„ბარსელონამ“ პოჩეტინოს კონტრაქტი შესთავაზა

ლონდონის „ტოტენჰემის“ ყოფილი დამრიგებელი მაურიციო პოჩეტინო ძირითადი კანდადატია „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე, – იტყობინება „დიარიო სპორტი“.

„ბარსას“ პრეზიდენტი ხოსეპ ბარტომეუ აქცენტს არგენტინელ სპეციალისტზე აკეთებს, რადგან მიაჩნია, რომ ის საუკეთესო ვარიანტია კლუბში თაობათა ცვლის პროცესისთვის.

ბარტომეუს პოჩეტინოს დანიშვნა ჯერ კიდევ იანვარში სურდა, მაგრამ მაშინ კლუბის სპორტული დირექტორის ერიკ აბიდალის აზრმა გაიმარჯვა, რომელმაც კიკე სეტიენის კანდიდატურა წამოაყენა.

პოჩეტინოს კანდიდატურას „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესიც ემხრობოდა.

როგორც იტყობინებიან, კატალონური კლუბი პოჩეტინოს სთავაზობს კონტრაქტს „1+1“ სქემით.

არგენტინელი სპეციალისტის გარდა, „ბარსელონას“ კავშირი აქვს სხვა კანდიდატებთან. მათ შორის არიან ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი, „იუვენტუსის“ ექს-დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი და „მონრეალ იმპექტის“ თავკაცი ტიერი ანრი.

ყატარის „ალ-სადის“ მთავარი მწვრთნელის ჩავის დანიშვნა გამორიცხულია, რადგან ესპანელს არ სულს ამ მომენტში “ბარსელონაში” მისვლა.